რა ამბავია!
Aa
Aa

რა ამბავია! "აინტრახტთან" ჟოაო ფელიქსის თამაშს თითქმის ყველა გრანდის სკაუტი დაესწრო!

ხუთშაბათს "და ლუჟზე" "ბენფიკამ" ფრანკფურტის "აინტრახტს" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

ერთი შეხედვით წყვილში ფავორიტად გერმანელები ითვლებოდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ფურცელზე.

ლისაბონელთა 19 წლის ტალანტი ჟოაო ფელიქსი მოედანზე სხვაობას ქმნის - სწორედ ამ თინეიჯერი პორტუგალიელის დამსახურებით "ბენფიკამ" მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და წყვილში ფავორიტის სტატუსი მიიღო.

ჰეთ-თრიკი და პლუს საგოლე გადაცემა - აი ასე ითამაშა ფელიქსმა. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ხსენებულ შეხვედრას ლამის ყველა ევროგრანდის მიერ წარგზავნილი სკაუტი დაესწრო. რთული სათქმელია არსებობს თუ არა მსგავსი პრეცედენტი ისტორიაში.

"მანჩესტერი", "ბაიერნი", "იუვენტუსი", "სიტი", "ბარსელონა", "ინტერი", "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ლესტერი", "არსენალი" - ხსენებული გუნდების სკაუტები ტრიბუნებიდან ფელიქსის თამაშს აკვირდებოდნენ და ცალსახაა, რომ მისი თამაშით მოიხიბლებოდნენ.

წარმოდგენაც კი რთულია თუ რა ამბები იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ჟოაო ფელიქსის ირგვლივ. "ბენფიკა", რომ მას ვერ შეინარჩუნებს ეს თავად ლისაბონურმა კლუბმაც კარგად იცის.

ჟოაოას გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევროა და ეს ყველაზე მცირეა რისი მიღებაც ფელიქსის სანაცვლოდ "ბენფიკას" სურს.

პორტუგალიური კლუბი ფელიქსთან კონტაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა გაზარდოს და ზაფხულში უფრო ძვირად გაყიდოს. რამდენად გამოუვათ მათ ეს ყველაფერი, ამას დრო გვიჩვენებს.

19 წლის ასაკში ამხელა ფასად ნეიმარიც არ გაყიდულა. ლისაბონელები რეკორდს უმიზნებენ, თუმცა ამის გაკეთება მაინც რთული იქნება. როდესაც გამკლავება ამდენ გრანდთან გიწევს, ყველაფერი რთულდება.

რაც შეეხება ფელიქსის სათამაშო სტილსა და პოზიციას, ის ამპლუით ფორვარდი გახლავთ, თუმცა კლასიკურ ცხრა ნომერს არ თამაშობს. მისი ოპტიმალური პოზიცია უკან დაწეული ფორვარდი გახლავთ - ეგრეთწოდებული 11 ნომერი.

ფელიქსის ძლიერი ფეხი მარჯვენა გახლავთ. ის საკმაოდ ეფექტურია ფლანგზე მოქმედების დროსაც და ითავსებს გამთამაშებლის როლსაც.

19 წლის ტალანტის სანაკრებო დებიუტი ჯერ არ შემდგარა, თუმცა ეს დრო ძალიან მალე დადგება.

ჟოაო ფელიქსმა "ბენფიკას" პორველ გუნდში სულ 36 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 15 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

ბენფიკა - აინტრახტი 4:2

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები