Aa
Aa

"არსენალის" პატარა უსინათლო ქომაგმა თავისი კუმირი მესუთ იოზილი გაიცნო

ევროპა ლიგის მეოთხედფიანალის პირველ შეხვედრაში "არსენალმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ ერთი ძალიან ემოციური ფაქტი დაფიქსირდა. მესუთ იოზილითან მისი პატარა ქომაგი მაიკი მიიყვანეს, რომელიც უსინათლოა.

მაიკის სურდა გაეგო, თუ როგორ გამოიყურებოდა მისი საყვარელი მოთამაშე.

პატარა გულშემატკივარს იშვიათი დაავადება აქვს, თუმცა როგორც იოზილი ამბობს ის არ ნებდება და ფეხბურთს მაინც თამაშობს, მაიკი თავისი ოცნებისკენ სვლას განაგრძობს.

მესუთსა და მაიკის შორის მცირე დიალოგიც შედგა:

იოზილი: მაიკი მოგწონს ჩემი ვარცხნილობა?

მაიკი: ოო, კი!

იოზილი: და კარგად არის შეჭრილი?

მაიკი: აჰა!

პატარა მაიკის საჩუქრად "არსენალის" მაისური და ხელმოწერები გადასცეს. რაც მთავარია მას ოცნება აუსრულეს და უამრავი დადებითი ემოციით აავსეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები