Aa
Aa

ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მორიგი მედლები ანტონ პლესნოიმ მოუტანა. 22 წლის ნატურალიზებულმა უკრაინელმა 96 კილოში ასპარეზობა ატაცის ვერცხლის და ორჭიდის ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

პლესნოიმ ატაცში 173 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა აკვრაში მეორე მცდელობისთვის 204 კილოგრამი შეუკვეთა, სიმძიმე ასწია თუმცა წონა დაფიქსირებულად არცერთმამსაჯმა არ ჩათვალა. იგივე წონა მესამე მისვლაზე პლესნოიმ უკვე კითხვის ნიშნების გარეშე დაძლია და საბოლოოდ აკვრა მეოთხე, ხოლო ორჭიდი, ჯამში დაგროვილი 377 კილოგრამით მესამე ადგილით და შესაბამისად ბრინჯაოს მედლით დაასრულა.  

ამ წონით კატეგორიაში სამივე ოქროს მედალი, ატაცის (178 კგ.), აკვრისა (222 კგ.) და ორჭიდის (400 კგ.) 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდებით, ბელარუსმა ეუჰენი ციხანცოუმ მოიგო.

ბათუმი 2019-ზე მედლებისთვის ხვალ კიდევ სამი ქართველი იბრძოლებს. 09:00 საათზე 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძე იასპარეზებს. 17:30 საათზე კი ტურნირის კულმინაცია დაიწყება და მედლებსა და რეკორდებს ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე შეუტევენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას მიმდინარე ევროპირველობაზე რვა მედალი აქვს. 

ანტონ პლესნოი

 

გიორგი ასანიძე - ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

 

ცხელი ამბები