Aa
Aa

"დაეხმარეთ! დაეხმარეთ! "ტორო როსოს" დაეხმარეთ" - პატივისცემა სებასტიან ფეტელს!

სებასტიან ფეტელს ფორმულა ერთის გულშემატკივრები დიდ პატივს სცემენ. გერმანელი უმაღლესი დონის პილოტი და ღირსეული ადამიანია, რაც ჩინეთის გრან პრის წინ გამართული მეორე პრაქტიკის მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ერთ-ერთ მომენტში „ტორო როსოს“ პილოტის, ალექსანდრ ალბონის, ბოლიდის სამუხრუჭე სისტემას ცეცხლი გაუჩნდა. ფეტელმა ეს ყველაფერი შეამჩნია და „ფერარის“ მექანიკოსებს მოუწოდა ტაილანდელ მრბოლელს დახმარებოდნენ.

"დაეხმარეთ! დაეხმარეთ! "ტორო როსოს" დაეხმარეთ".

„სკუდერიას“ წარმომადგენლებმა ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

ალბონის ავტომობილი ბოლიდის ასაწონ პლატფორმაზე იმყოფებოდა და ამიტომ „ტორო როსოს“ მექანიკოსები თან არ ახლდა. შესაბამისად, რომ არა ფეტელი და „ფერარის“ წარმომადგენლები არავინ იცის რა მოხდებოდა.

გერმანელმა პირველი პრაქტიკა ლიდერის პოზიციაზე დაასრულა, რაც შეეხება მეორე პრაქტიკას, აქ მხოლოდ ვალტერი ბოტასს ჩამორჩა.

ცხელი ამბები