უაითი: „დარწმუნებული ვარ კონორი UFC-ში კიდევ იჩხუბებ“
Aa
Aa

უაითი: „დარწმუნებული ვარ კონორი UFC-ში კიდევ იჩხუბებ“

რამდენიმე დღის წინ კონორ მაკგრეგორმა, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები შოკში ჩააგდო და კარიერა დაასრულა. ირლანდიელის გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა UFC-ის ქომაგთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მაკგრეგორი საყვარელ საქმიანობას აუცილებლად დაუბრუნდება.

UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითიც, იმავე აზრზეა. ამ უკანასკნელმა CNN-თან საუბრისას აღნიშნა, რომ კონორთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და რამდენიმე კვირაში ირლანდიელს პირადად შეხვდება, რათა დაბრუნების დეტალები განიხილოს.

„კონორს უყვარს, როცა ყველაფერს აკონტროლებს და იმას აკეთებს, რაც უნდა. ახლა ზუსტად ასეთი სიტუაციაა“.

“მაკგრეგორს და მე ხშირი კონტაქტი გვაქვს. ჩვენ სამომავლო გეგმებზე რეგულარულად ვსაუბრობთ და მის დაბრუნებას აქტიურად განვიხილავთ“.

„რამდენიმე დღეში კონორს ფლორიდაში შევხვდები და პირისპირ გავესაუბრები. დარწმუნებული ვარ მაკგრეგორი UFC-ში კიდევ იჩხუბებს“.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელი მებრძოლი ბოლოს ოქტაგონზე ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გავიდა. დაღესტნელთან განცდილი მარცხის შემდეგ ატეხილი ჩხუბის გამო მაკგრეგორმა დისკვალიფიკაცია მიიღო. კონორს UFC-ში დაბრუნება უკვე შეუძლია, რაც შეეხება ნურმაგომედოვს, ის კიდევ სამი თვე იუქმებს.

ცხელი ამბები