რასიზმის მორიგი გამოვლინება
Aa
Aa

რასიზმის მორიგი გამოვლინება "ნისლიან ალბიონზე" - "არსენალმა" გამოძიება დაიწყო

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ ინტერნეტსივრცეში ვიდეო გავრცელდა, სადაც „ლონდონის არსენალის“ გულშემატკივარი „ნაპოლის“ მცველს, კალიდუ კულიბალის, რასისტული შინაარსის შეურაცხყოფას აყენებს.

სენეგალელი უკანახაზელი მიმდინარე სეზონში რასიზმის მსხვერპლი მესამედ გახდა. როგორც ირკვევა ლონდონელმა ქომაგმა მას Ni**er უწოდა.

„მეთოფეებმა“ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყეს და რამდენიმე საათის წინ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს: „რასიზმის ყოველგვარ გამოვლინებას კატეგორიულად ვგმობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დამნაშავის ვინაობა დავადგინოთ. ასეთი ადამიანების მიმართ ტოლერანტულები არ ვართ და მათ „არსენალის“ მატჩებზე დასწრებას აუცილებლად ავუკრძალავთ“.

„არსენალს“ სხვადასხვა რასის წარმომადგენელი ადამიანები გულშემატკივრობენ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და „ემირეითს სთედიუმზე“ ასეთი ინციდენტები დიდი იშვიათობაა“.

აღსანიშნავია, რომ „მეთოფეების“ ქომაგების გარდა კრიტიკის ობიექტად „ჩელსის“ გულშემატკივრებიც იქცნენ. „არისტოკრატების“ ქომაგების მსხვერპლი "ლივერპულის" ეგვიპტელი ფეხბურთელი, მოჰამედ სალაჰი, გახდა.


 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები