ქალ ხელბურთელთა ჩემპიონატის ნახევარფინალისტები ცნობილია
Aa
Aa

ქალ ხელბურთელთა ჩემპიონატის ნახევარფინალისტები ცნობილია

საქართველოს ქალ ხელბურთელთა ჩემპიონატის ნახევარფინალისტები ცნობილია.

22 მაის ერთმანეთს „ყვარელი“ „ფოთს“, ხოლო „ქარიშხალა“ „სამტრედიას“  დაუპირისპიდებიან.

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში „ქარიშხალამ“ დაძაბულ ბრძოლაში „სამტრედიას“ აჯობა და მეორე ადგილი გაინაღდა. 

პირველობა დაბევებული ჰქონდა ყვარლის გუნდს, ხოლო ფოთის ოქროს ვერძი ქულის აღების შემთხვევაში მესამეზე გადაინაცვლებდა და ყვარელთან ნახევარფინალს აიცილებდა თავიდან.  

ფოთი-ყვარლის პირველი ტაიმის შუაში ყვარლელთა მწვრთნელებმა მოედანზე მეორე შემადგენლობა დააყენეს და საპასუხოდ, ასევე მოიქცნენ ფოთელები. ყვარელმა 28-24 მოიგო, ფოთი სამტრედიასთან პირადი წაგების გამო მეოთხე ადგილზე დარჩა და ნახევარფინალებიც ასე დაკომპლექტდა.

საქართველოს ჩემპიონატის ფინალი და მატჩი 3 ადგილისთვის მატჩი 23 მაისს გაიმართება

ცხელი ამბები