Aa
Aa

„პარმას წინააღმდეგ გატანილ გოლს მეც შევაგდებდი“ - "რომამ" ქომაგს შანსი მისცა, მაგრამ...

27 მარტს „რომამ“ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჩენგიზ უნდერის მიერ შეგდებული ბურთების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. "ჩენგიზ უნდერი დაბრუნებასთან სულ უფრო და უფრო ახლოსაა... გთავაზობთ ყველა გოლს, რომელიც მან მიმდინარე სეზონში გაიტანა". პოსტს „ჯალოროსის“ ერთ-ერთი გულშემატკივარი გამოეხმაურა და განაცხადა: „პარმას წინააღმდეგ გატანილ გოლს მეც შევაგდებდი“.

„რომას“ პარტნიორი, „ჰიუნდაი“ დაინტერესდა რეალობას შეესაბამებოდა თუ არა ქომაგის სიტყვები და მარკო ნიკოლაის დაუკავშირდა. ეს უკანასკნელი „სტადიო ოლიმპიკოზე“ მიიყვანეს და ზუსტად იგივე მომენტი შეუქმნეს, როგორიც უნდერს ჰქონდა.

„რომას“ 17 ნომრიანი მაისურით გამოწყობილმა მარკომ პირველი ცდა გაანიავა(წაიქცა). სიტუაცია არც მეორე მცდელობისას შეცვლილა. მესამე ცდაზე კი ძალიან ცოტა დააკლდა. საბოლოოდ ნიკოლაიმ თავისი სიტყვა ვერ შეასრულა და გოლი ვერ გაიტანა.

„ჰიუნდაის“ წარმომადგენელმა განცდილი კრახის შემდეგ ჰკითხა: „ალბათ მსგავს კომენტარს აღარასდროს დაწერ ხომ“? მარკო იძულებული იყო თანხმობა განეცხადებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები