არველაძის გუნდის დაუმარცხებელი სერია და მორიგი აღიარება
Aa
Aa

არველაძის გუნდის დაუმარცხებელი სერია და მორიგი აღიარება

უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციამ მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად შოთა არველაძე დაასახელა.გასულ თვეში ტაშკენტის ''ფახთაქორმა''  4 მატჩი ჩაატარა, უზბეკეთის სუპერლიგაში ორი მატჩი გამართა და ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა, ხოლო აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ''პერესპოლისთან'' ფრეს საკუთარ კედლებში ''ალ აჰლის'' დამარცხება მოჰყვა.

უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციის გარდა არველაძე გავლენიანმა უზბეკურმა გამოცემამ საუკეთესოდ ცნო. championat.asia-ს ვერსიით უზბეკეთის მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად ქართველი სპეციალისტი დასახელდა.

''ფახთაქორის'' დაუმარცხებელი სერია გრძელდება. მიმდინარე თვეში ტაშკენტურმა კლუბმა უზბეკეთის სუპერლიგაში მორიგი მატჩი მოიგო და 9 ქულით გათამაშების ლიდერია. აზიის ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ''ფახთაქორისა'' და ''ალ სადის'' დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა.

ყველა ტურნირის ჩათვლით არველაძის გუნდის დაუმარცხებელი სერია 9 მატჩს აღწევს.

შეგახსენებთ, შოთა არველაძეს ასისტენტობას გოჩა ტყებუჩავა უწევს, კლუბის მთავარი სელექციონერი კი არჩილ არველაძეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები