მაკგრეგორი:
Aa
Aa

მაკგრეგორი: "ხაბიბთან ორთაბრძოლამდე 3 კვირით ადრე ფეხი მოვიტეხე"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა, სოციალურ ქსელებში ხაბიბთან გამართული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. ირლანდიელს „ტვიტერის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა კითხვა დაუსვა, თუ ნურმაგომედოვთან ჯახში ოქტაგონზე ჩვეულ სტილში რატომ ვერ გადაადგილდებოდა, რაზეც კონორმა ასეთი რამ განაცხადა.

„ხაბიბთან ორთაბრძოლამდე 3 კვირით ადრე ფეხი მოვიტეხე. მიუხედავად ამისა წინსვლა განვაგრძე და იმ საღამოს ბოლო დარტყმებიც მე განვახორციელე. მის ძმას დავარტყი“.

„ბედნიერი ვარ იმით, რომ ბრძოლამ ასე ჩაიარა. მიღებული გაკვეთილი კარგად ავითვისე. გავიგე როგორ ვიჩხუბო და რაც მთავარი ორთაბრძოლისთვის როგორ მოვემზადო“.

მაკგრეგორმა "ტვიტერის" ერთ-ერთ მომხმარებელსაც უპასუხა, რომელმაც ხაბიბთან გამართული ორთაბრძოლის ამსახველ კადრებს ასეთი კითხვა დაურთო: „ზუსტად რით ხარ ბედნიერი“?

„ჩემ მიერ ნაჩვენებით დაცვით. ასეთ პოზიციაში ნებისმიერი შეცდომა დამღუპველია და თითოეული მოძრაობა მაქსიმალურად გათვლილი უნდა ყოფილიყო. ხაბიბის ყველა დარტყმა წავიკითხე. მას ჩემთვის სერიოზული ზიანი არ მოუყენებია. მომდევნო რაუნდი კი მე მოვიგე“.

შეგახსენებთ, რომ კონორმა ოქტაგონზე შესაძლო დაბრუნების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება. ბოლო პერიოდში მაკგრეგორი და ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელებში ერთმანეთს აქტიურად დაუპირისპირდნენ და „ტვიტერზე“ ნამდვილი ომი გააღაჩეს.

ცხელი ამბები