რობენი;
Aa
Aa

რობენი; "არ ვიცი მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" რიგებში თამაშს შევძლებ თუ არა"

არიენ რობენს "მიუნხენის ბაიერნის" რიგებში ნოემბრის შემდეგ არ უასპარეზია. 35 წლის ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და სასურველ ფორმაში ჩადგომას ვერა და ვერ ახერხებს.

მიმდინარე სეზონში "რეკორდმაისტერის" მაისურით ჰოლანდიელმა 15 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი შეაგდო. არიენმა ვარჯიში გასულ თვეს განაახლა, მაგრამ კუნთი დაიზიანა და შიშობს, რომ შესაძლოა წელს გერმანულ გუნდს ვეღარ დაეხმაროს.

ჰოლანდიელმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ Sky Sports-თან ისაუბრა და განაცხადა: "არ ვიცი მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" რიგებში თამაშს შევძლებ თუ არა. იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვერ დადგინდა რა მჭირს".

"სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ სხვა კლუბებიდან შეთავაზებები მაქვს, თუმცა ჯერ რა თქმა მინდა ვარჯიში განვაგრძო".

რობენის საკუთარ რიგებში ხილვით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. არიენის გადაბირება იაპონურ და ამერიკულ კლუბებს სურთ და ჰოლანდიური "პსვც" აქტიურობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები