ლევანდოვსკიმ და კომანმა ვარჯიშზე იჩხუბეს
Aa
Aa

ლევანდოვსკიმ და კომანმა ვარჯიშზე იჩხუბეს

გავრცელებული ინფორმაციით რობერტ ლევანდოვსკი და კინგსლი კომანი ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სიტუაცია მათმა თანაგუნდელებმა განმუხტეს და ფეხბურთელები გააშველეს.

Bild-ის ინფორმაციით ინციდენტი ჟურნალისტებისთვის დახურულ ვარჯიშზე მოხდა. ლევანდოვსკიმ კომანის შესახებ კომენტარი გააკეთა, რამაც ფრანგი ძალიან გააღიზიანა. ყველაფერი სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო და სულ მალე ჩხუბში გადაიზარდა. ფეხბურთელებმა ერთმანეთს მუშტებიც უთავაზეს.

სიტუაციის განეიტრალება საკუთარ თავზე ბოატენგმა და ზულემ აიღეს. მათ ფეხბურთელები გააშველეს, თუმცა ისინი ერთმანეთისკენ მაინც იწევდნენ.

ინციდენტის შემდეგ "ბაიერნის" თავკაცი, ნიკო კოვაჩი, მოთამაშეების ვარჯიშიდან გათავისუფლებას გეგმავდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა და ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა.

Bild-ის ცნობით კოვაჩის გადაწყვეტილებამ "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელები გააოცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები