ჯეიმი ვარდის სატრანსფერო ფასი ცნობილია!
Aa
Aa

ჯეიმი ვარდის სატრანსფერო ფასი ცნობილია!

The Times“-ის ინფორმაციით, „ლესტერის“ ინგლისელი ფორვარდი, ჯეიმი ვარდი გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან არის ახლოს.

იმ შემთხვევაში, თუ ვარდი „ლესტერში“ დარჩენას გადაწყვეტს, ახალი 3 წლიანი კონტრაქტის თანახმად, ის კვირაში 80 000 ფუნტს მიიღებს.

ამასთანავე, კონტრაქტში ჩასმულია მუხლი, რომლის თანახმადაც ვარდის შეძენა 30 მილიონ ფუნტად იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმი ვარდიმ მიმდინარე „პრემიერლიგის“ გათამაშებაში უკვე 19 გოლის გატანა შეძლო. მისი შეძენით კი „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან დაინტერესებულნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები