Aa
Aa

ოქრო,2 ვერცხლი და მსოფლიო რეკორდი დავითაძეს ანგარიშზე

რევაზ დავითაძის საქართველოს დელეგაციას მორიგი მედლები შესძინა. ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 89 კილოგრამი წონითი კატეგორიაში 20 წლის თბილისელმა ძალოსანმა ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა და 23 წლამდელთა შორის კონტინენტის რეკორდი ატაცში დაამყარა.

ქართველვმა სპორტსმენმა ოქროს მედალი ატაცში დაისაკათურა, სადაც 170 კილო აწია. დავითაძემ აკვრაში 200 კილოგრამი აწია და ორჭიდში გალიდერდა მაგრამ სომეხმა კონკურენტმა მკრტიჩიანმა 207 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდში 371 კილო დააფიქსირა . რითაც ოქროს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპირველობაზე უკვე ექვსი მედალი აქვს. დავითაძემდე ოქრო შოთა მიშველიძემ (61 კგ.) აიღო, ხოლო ვერცხლი და ბრინჯაო გოგა ჩხეიძეს (67 კგ.) ანგარიშზეა.

რევაზ დავითაძე

 

გიორგი ასანიძე - ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

 

ცხელი ამბები