რომან დოლიძე UFC-ში პირველ შეხვედრას 30 ივნისს ჩაატარებს
Aa
Aa

რომან დოლიძე UFC-ში პირველ შეხვედრას 30 ივნისს ჩაატარებს

როგორც მოგეხსენებათ იანვარში ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ, UFC-დან კონტრაქტი გააფორმა. იგი ამერიკაში ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში ვარჯიშობს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწვრთნელთან თანამშრომლობს. წესითა და რიგით რომანს UFC-ში პირველი შეხვედრა 20 აპრილს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბრძოლა ჩაიშალა.

დოლიძე UFC-ში სადებიუტო შეხვედრას 30 ივნისს, UFC Fight Nigh-ის ეგიდით გამართავს, რომლის მთავარი ჯახიც ტაირონ ვუდლისა და რობი ლოულერს შორის შედგება. რომანის მეტოქე ბრაზილიელი მებრძოლი, ვინიციუს მორეირა იქნება. ამ უკანასკნელს 11 დაპირისპირებიდან 9 მოგებული აქვს, თუმცა UFC-ში სასურველი შედეგი ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია. 

UFC-ში მორეირას დებიუტი ალანსო მენიფელდთან შედგა და ბრაზილიელი პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. რაც შეეხება ჩვენებურს, მან 6 შერკინებიდან ყველაში იმარჯვა და ორ წელზე მეტია არ წაუგია. ქართველი ბოლოს ოქტაგონზე მიშალ პასტერნაკის წინააღმდეგ გამოვიდა და ოპონენტს დამაჯერებლად სძლია.

აღსანიშნავია, რომ როგორც დოლიძის, ასევე მორეირას მიერ ჩატარებულ ორთაბრძოლებში საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე არცერთხელ მისულა. ასე რომ წინ ნამდვილად საინტერესო და დაძაბული ჯახი გველის.

ცხელი ამბები