Aa
Aa

EXCLUSIVE - ინტერვიუ გიორგი ნემსაძესთან

საფეხბურთო კლუბ ''შევარდენი 1906-ის'' მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე განვლილი საკლუბო კარიერის შესახებ CrystalSport-ს ესაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც ეროვნულ გუნდს 42 მატჩში უკაპიტნა, უცხოური კარიერის საინტერესო დეტალებს იხსენებს.

გერმანული ''ჰომბურგის,'' თურქული ''ტრაბზონის,'' შვეიცარიული ''გრასჰოპერსის,'' იტალიური ''რეჯანასა'' და შოტლანდიური ''დანდის'' ყოფილი ნახევარმცველი ლონდონის ''არსენალთან'' მოლაპარაკების, ჩეზარე პრანდელის ''ლეჩეში'' გატარებული პერიოდის, მადრიდის ''ატლეტიკოში'' ჩაშლილი ტრანსფერისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ საუბრობს.

გერმანულ ''ჰომბურგში'' ასპარეზობისას ქომაგებს თავი ყველაზე მეტად ''მიუნხენ 1860-თან'' გატანილი ბრწყინვალე გოლით დაამახსოვრა. 1998 წელს გიორგი ნემსაძე და მიხეილ ყაველაშვილი ''გრასჰოპერსთან'' ერთად შვეიცარიის ჩემპიონები გახდნენ. შოტლანდიურ ''დანდიში'' გატარებული შესანიშნავი წლების შემდეგ ნემსაძე ''დანდის'' დიდების დარბაზის წევრი გახდა.

საქართველოს 17 წლამდე ნაკრების გაწვრთნის შემდეგ გიორგი ნემსაძის სამწვრთნელო კარიერა თბილისურ ''შევარდენი 1906-ში'' გრძელდება. 46 წლის სპეციალისტი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბს სათავეში მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაუდგა. საწყის ექვს ტურში ნემსაძის გაწვრთნილმა გუნდმა 9 ქულა მოაგროვა, მე-6 ადგილზეა და 5-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შემოგვთავაზა.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები