ლომაჩენკო:
Aa
Aa

ლომაჩენკო: "კონორ მაკგრეგორი შოუმენია"

13 აპრილს ლოს-ანჯელესში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, ვასილი ლომაჩენკო, მორიგ ორთაბრძოლას გამართავს. უკრაინელი რინგზე ენტონი კროლას წინააღმდეგ გამოვა.

ბუკმეიკერები ლომაჩენკოს აშკარა ფავორიტად მიიჩნევენ, თუმცა კროლას საკუთარი თავის სჯერა და იმედი აქვს, რომ დაპირისპირება მისი ტრიუმფით დასრულდება.

გულშემატკივრები ორთაბრძოლას მოუთმენლად ელიან და ბუნებრივია უცხოური პრესის წარმომადგენლები მოკრივეებთან ინტერვიუს ხშირად წერენ. განსაკუთრებით დიდი ინტერესი ლომაჩენკოსკენაა მიმართული, რომელსაც ამჯერად TMZ Sports გაესაუბრა.

ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ვასილიმ კონორ მაკგრეგორის შესახებ ილაპარაკა და განაცხადა: „კონორ მაკგრეგორი შოუმენია. ის სპორტსმენი არაა და მხოლოდ ფული აინტერესებს“.

„კონორი სამოყვარულო დონეზე კარგი მოკრივე იქნებოდა. სამოყვარულო დონეზე, სადაც ბრძოლა 3 რაუნდის განმავლობაში გრძელდება და თითო რაუნდი ორწუთიანია. პროფესიონალურ დონეზე კი შანსი საერთოდ არ აქვს. პირადად მე მას ძალიან მარტივად დავამარცხებდი“.

"მაკგრეგორთან ორთაბრძოლას სიამოვნებით გავმართავდი. კონორს კარგ გაკვეთილს ჩავუტარებდი და უპრობლემოდ გავანადგურებდი“.

ცხელი ამბები