ალეგრი საუკეთესოა!
Aa
Aa

ალეგრი საუკეთესოა!

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი იტალიის ჩემპიონატის 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო სპეციალისტად დაასახელეს.

გამოკითხვაში მონაწილეობა იტალიის სერია ა–სა და ბ–ს მწვრთნელებმა მიიღეს, რომელთაც საკმაოდ დიდი უპირატესობა მიანიჭეს 48 წლის იტალიელ კოლეგას. ალეგრიმ უკან ჩამოიტოვა სტეფანო პიოლი და მაურიციო სარი.

მასიმილიანო ალეგრიმ „ოქროს სკამი“ კარიერაში მეორედ მოიპოვა. პირველად ის 2008/09 წლების სეზონში დააჯილდოვეს, როდესაც "კალიარის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები