ჯეიმი ლანისტერი:
Aa
Aa

ჯეიმი ლანისტერი: "ბიელსა ჩრდილოეთს ნამდვილ სამოთხედ აქცევს"

Jimmy Kimmel Live ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შოუა, რომელიც ტელეკომპანია ABC-ზე გადის და ჯიმი კიმელს მიჰყავს. ამ უკანასკნელის გადაცემას ცნობილი ადამიანები ხშირად სტუმრობენ და ამჯერად კიმელს „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ, ეწვია.

ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელმა ჯიმისთან ერთად სხვადასხვა ფან-თეორია განიხილა და Azor Ahai-ის შესახებ ისაუბრა. „სამეფო კარის თამაშების“ მოყვარულთა რაღაც ნაწილი თვლის, რომ ლეგენდარული Azor Ahai ჯონ სნოუ გახდება, თუმცა კოსტერ-ვალდაუ, რომელიც „ლიდსის“ თავგადაკლული ქომაგია, სხვა აზრზეა და ხუმრობით აცხადებს, რომ მსოფლიოს ბიელსა იხსნის.

„არსებობს ასეთი ადამიანი, რომელსაც ბიელსას უწოდებენ. იგი მოვა და მაგიური ძალების გამოყენებით მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის“.

„როცა ყველაფერი დაკარგული იქნება და გადარჩენის იმედი აღარ იარსებებს, ბიელსა მაგიური ძალების გამოყენებით ჩრდილოეთს ნამდვილ სამოთხედ აქცევს“.

კოსტერ-ვალდაუს განცხადებამ აუდიტორიაში დიდი გაუგებრობა გამოიწვია. კითხვა კიმელსაც გაუჩნდა და დაინტერესდა მსახიობი რაზე ლაპარაკობდა.

„ლიდს იუნაიტედის“ თავკაცზე, მარსელო ბიელსაზე მაქვს საუბარი. „ლიდსის“ ყველა გულშემატკივარმა იცის ის ვინაა“.

ცხელი ამბები