შეტაკება ამსტერდამში -
Aa
Aa

შეტაკება ამსტერდამში - "იუვენტუსის" 120 გულშემატკივარი დაკავებულია

ამსტერდამის "აიაქსისა" და ტურინის "იუვენტუსის" გუშინდელ შეხვედრას გულშემატკივართა დაპირისპირება უძღოდა, რამაც პოლიციის საქმეში ჩარევა აუცილებელი გახადა და სამართალდამცავებსაც ძალის გამოყენება მოუხდათ.

ინციდენტი "იოჰან კრუიფ არენას" მიმდიბარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ჰოლანდიელ და იტალიელ ფანებს შორის სიტუაცია დაიძაბა და სანამ საქმე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდოდა, ისინი პოლიციამ წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დააშოშმინა.

ჩხრეკის შედეგად, იტალიელ ქომაგებს დანები, სახრახნისები, ჯოხები და ე.წ. "წიწაკის სპრეი" აღმოაჩნდათ. 120 მათგანი ამსტერდამის იზოლატორშია გადაყვანილი.

დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია იტალიის ვიცე პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმაც დაადასტურა, რომელმაც მცირე განცხადებაც გაავრცელა.

"ფეხბურთი ლამაზი თამაშია, ზოგადად, სპორტი ლამაზია, თუმცა სუფთა ხელებით და სუფთა სახით, უბედურებების გარეშე". - წერს სალვინი.

ვნახოთ, აღნიშნულ ინციდენტს რა შედეგები მოჰყვება და დაკავებულებს რა სახით სასჯელი ელით. იქამდე კი გუნდები საპასუხო შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც 16 აპრილს, ტურინში, "ალიანც სთედიუმზე" გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები