კოშტას მსაჯის დედის
Aa
Aa

კოშტას მსაჯის დედის "მოკითხვა" ძვირად უჯდება - სადისციპლინო კომიტეტმა საქმე განიხილა

ლა ლიგის 31-ე ტურში „ბარსამ“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და ძალების დაზოგვით 2:0 დაამარცხა.

ვალვერდეს გუნდს საქმის ნახევარი დიეგო კოშტამ გაუკეთა. 29-ე წუთზე ბრაზილო-ესპანელი ფორვარდი მოედნიდან გააძევეს, რის შემდეგაც მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი დომინირებდა.

როგორც შემდეგში გაირკვა კოშტამ მსაჯის დედა „მოიკითხა“ და წითელი ბარათი მინიმუმი იყო, რომელსაც ის იმ სიტუაციაში იმსახურებდა. "შენს ბო* დედას შე**ცი!" - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა დიეგო კოშტამ შეხვედრის მთავარ არბიტრ ხილ მანსანოს, რომელმაც მას იმწამსვე წითელი ბარათი უჩვენა.

ამის შემდეგ პრესაში იყო ვარაუდი, რომ კოშტა 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაციით დაისჯებოდა. მოლოდინი ნელ-ნელა მართლდება.

ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ინციდენტი განიხილა, სადაც ნაჩვენები იყო აუდიო მასალაც. საბოლოოდ, როგორც El Partidazo და Marca იუწყებიან, დიეგოს 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელოდება.

ლა ლიგის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კოშტა წელს ვეღარ ითამაშებს და ახალ სეზონში პირველ ტურსაც გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები