ჩელსი
Aa
Aa

ჩელსი "რომას" ლიდერით ინტერესდება

La Gazzetta dello Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი სეზონის ბოლოს იტალიის დატოვებას აპირებს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები რომაულ კლუბთან 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით. პიანიჩს იტალიურ გრანდთან კონტრაქტი 2018 წელს ეწურება, თუმცა შესაძლებელია, რომ 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ მან კლუბის დატოვება შეძლოს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პიანიჩის გადაბირებით პირადად ანტონიო კონტეა დაინტერესებული, რომელიც კლუბს სათავეში სავარაუდოდ ევრო-2016-ის დასრულებისთანავე ჩაუდგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები