მესის სუნთქვის პრობლემები შეექმნა - ლეო ლა ლიგის მატჩს გამოტოვებს
Aa
Aa

მესის სუნთქვის პრობლემები შეექმნა - ლეო ლა ლიგის მატჩს გამოტოვებს

„ოლდ ტრაფორდზე“ გამართულ შეხვედრაში ალბათ გოლზე მეტადაც ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი სმოლინგისა და მესის შეჯახება იყო.

ინგლისელმა უკანახაზელმა ლეოს მიმართ აშკარად იუხეშა, თუმცა მსაჯმა ის დაინდო. მესიმ კი სახეში უძლიერესი დარტყმა მიიღო და ცხვირის გატეხვას მცირედით გადაურჩა.

სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ არგენტინელს ცხვირი გატეხილი არ აქვს, მაგრამ მას სუნთქვის პრობლემები შეექმნა და ეს მთელი მატჩის განმავლობაში გრძელდებოდა.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლეო შაბათს „უესკასთან“ ლა ლიგის შეხვედრას გამოტოვებს და დაისვენებს, თუმცა „მანჩესტერთან“ გასამართ განმეორებით მატჩს ის სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, კატალონიელებმა ლუკ შოუს ავტოგოლით მოიგეს და ნახევარფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

დაფიქსირდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. 2005 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „მანჩესტერმა“ მეტოქის კარში ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა. სულშერის გუნდმა მეტოქეზე ხუთი დღით მეტი, მთელი 8 დღე დაისვენა, თუმცა როგორც ჩანს ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ გამოდგა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები