Aa Aa
11 აპრილი 2019  |  10:59

როგორ? რანაირად?.. - დაუჯერებელი "ქამბექი" ქალთა ჩოგბურთში!

სანდერლენდში მიმდინარე ქალთა საჩოგბურთო ტურნირზე, ამ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი „ქამბექი“ დაფიქსირდა. ბრიტანელმა ტარა მურმა, ფრანგ ჯესიკა პონშეს უიშვიათესი სცენარით მოუგო.

მურმა საწყისი 11 გეიმი კატასტროფულად ჩაატარა და შეხვედრას 0:6; 0:5 აგებდა, პლუს პონშეს მატჩ-პოინტიც ჰქონდა, თუმცა სწორედ აქედან ბრიტანელი ჩაირთო და საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა.

26 წლის მურმა მეორე სეტში ტაიბრეიკამდე მიღწევა შეძლო, სადაც უმძიმეს ბრძოლაში 9:7 იმარჯვა და პარტიებში ანგარიში გაათანაბრა. რაც შეეხება ბოლო სეტს, იქ უკვე უპირატესობა სწორედ მურს ჰქონდა და თამაში 0:6; 7:6; 6:3 დასრულდა.

ქალთა ჩოგბურთში ბოლოს იგივე სცენარით ლიზა რეიმონდმა მოიგო, რომელმაც 2004 წელს, ლუბომირა კურჰაიჩოვასთან 0:6; 0:5-დან, 0:6; 7:5; 6:3 იმარჯვა.

ტარა მური ამჟამად მსოფლიოს 479-ე ჩოგანია და დიდი სლემის ტურნირზე 3-ჯერ აქვს ნათამაშები, ისიც იმიტომ, რომ ბრიტანელია და უიმბლდონის ორგანიზატორებმა „ვაილდ ქარდი“ მისცეს. მას საუკეთესო სარეიტინგო შედეგი 2017 წლის მაისში ჰქონდა, როცა კლასიფიკაციის 145-ე ადგილზე იყო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!