Aa
Aa

უნაი ემერიმ კრიტიკოსებს უპასუხა

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის წინ უნაი ემერი მისი და „არსენალის“ ფეხბურთელების მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

მიმდინარე სეზონში „მეთოფეების“ მთავარი მიზანი ოთხეულში ადგილის დამკვიდრებაა. ლონდონელები 63 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციას იკავებენ და სასურველი შედეგის დაფიქსირება ევროპა ლიგის დასაკუთრებითაც შეუძლიათ.

„ნაპოლისთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ესპანელმა სპეციალისტმა თავისი შეგირდები დაიცვა და განაცხადა: „კვირას „ევერტონთან“ დავმარცხდით და ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა სამშაბათს ჩატარებულ ვარჯიშზე გამოჩნდა, რომ გუნდში პოზიტიური ატმოსფერო სუფევს“.

„წლევანდელ სეზონში რთული მომენტი ბევრჯერ გვქონია. იყო დრო, როცა „ტოტენჰემს“ და „ჩელსის“ 10 ქულით ჩამოვრჩებოდით. ახლა კი მეხუთე ადგილს ვიკავებთ და სტაბილურად ვასპარეზობთ. თანაც „ჩელსიზე“ ერთით ნაკლები მატჩი გვაქვს ჩატარებული“.

„ყველაფერი ჩვენს ხელშია. ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ვიმყოფებით და შანსი გვაქვს ჩემპიონთა ლიგის საგზური ამ ტურნირის მოგების შედეგად დავისაკუთროთ“.

„მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ჩემი ფეხბურთელები კრიტიკისგან დავიცვა. მეც ხშირად მაკრიტიკებენ, მაგრამ ამაზე ყურადღებას არ ვამახვილებ. მე ჩემს მოთამაშეებს ბოლომდე ვენდობი და მიმაჩნია, რომ სეზონის განმავლობაში თითოეულმა მათგანმა გუნდისთვის ბევრი რამ გაიღო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები