იტალიური გამოცემის ექსკლუზივი -
Aa
Aa

იტალიური გამოცემის ექსკლუზივი - "იუვენტუსი" პოგბას შეძენას კვლავ შეეცდება!

როგორც ცნობილია პოლ პოგბას შეძენის სურვილს მადრიდის "რეალი" გამოთქვამს.

ზინედინ ზიდანს ედენ აზარის შემდეგ სწორედ თანამემამულის გადაბირება სურს, თუმცა ზიზუს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

Calciomercato-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" თავისი ყოფილი მოთამაშის დასაბრუნებლად სერიოზულად ემზადება.

სულ სხვა გეგმები აქვს ოლე გუნარ სულშერს, რომელიც გუნდის აწყობას პოგბას ირგვლივ გემავს, მაგრამ თავად ფრანგ შუახაზელს სულ სხვა გეგმები აქვს.

პოგბა წასვლას არ გამორიცხავს და ეს ყველასათვის ცნობილია.

სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" შედეგებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუ "მანკუნიანელები" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდებიან და პრემიერლიგაში ოთხეულს მიღმა დარჩებიან, ასეთ შემთხვევაში პოგბას წასვლა 99%-ით გადაწყვეტილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი ინგლისის დატოვების შემდეგ ლარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები