უკვე მეორედ -
Aa
Aa

უკვე მეორედ - "ფიორენტინას" მონტელა გაწვრთნის

ფლორენციის "ფიორენტინამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდს ვინჩენცო მონტელა გაწვრთნის.

"აეროპლანინო" ფლორენციელებს 2012-2015 წლებშიც წვრთნიდა და "იებს" ამჯერად მეორედ უთავკაცებს.

"ფიორენტინამ" ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა აიღო და მოსალოდნელიც იყო, რომ კლუბი სტეფანო პიოლის დაითხოვდა.

რაც შეეხება მონტელას, ის ფლორენციელებს 2021 წლამდე უხელმძღვანელებს.

მონტელას სხვადასხვა დროს "რომაში", "მილანში", სევილიაში", "კატანიასა" და "სამპდორიაში" უმუშავია.

შეგახსენებთ, რომ "იები" სერია ა-ს 31 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-10 პოზიციას იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები