შოკი საჩოგბურთო სამყაროში: შარაპოვამ პრესკონფერენციაზე საშინელი ამბავი გააჟღერა...
Aa
Aa

შოკი საჩოგბურთო სამყაროში: შარაპოვამ პრესკონფერენციაზე საშინელი ამბავი გააჟღერა...

როგორც მოგეხსენებათ, რუსმა მეჩოგნე ქალმა მარია შარაპოვამ 6 მარტს დაანონსა, რომ ის უახლოეს დღეებში ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებდა თავის კარიერასთან დაკავშირებით. გუშინ ლოს ანჯელესში მარიამ პრესკონფერენცია მოაწყო, რომლის დროსაც განაცხადა, რომ იგი წლების მანძილზე ექიმის მითითებით იღებდა პრეპარატ"მილდრონატს", რომელიც 2 თვის წინ საჩოგბურთო ასოციაციამ აკრძალულად გამოაცხადა, შარაპოვას თქმით კი მან ეს ფაქტი გვიან გაიგო, რამაც გამოიწვია ის, რომ 2016 წლის "ავსტრალიის ღია პირველობაზე" "მაშამ" ნარკოტესტი ჩააგდო... ეს ამბავი კი ამ დრომდე არ ხმაურდებოდა.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) კი შარაპოვა გაურკვეველი ვადით ჩამოაშორა კორტს, რამაც დიდი ალბათობით, შესაძლოა მისი კარიერის დასრულება გამოიწვიოს...

"ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, ჩემი ფანებისა და ზოგადად, საჩოგბურთო სამყაროს გამო. დიდი შეცდომა დავუშვი, თუმცა ვიმედოვნებ, რომ კარიერის ასე საშინლად დასრულება არ მომიწევს და კვლავ მომეცემა ჩოგბურთის თამაშის საშუალება. სპორტისა, რომელიც ძალიან მიყვარს და მიუხედავად ყველაფრისა, მაქვს იმის იმედი, რომ კიდევ ერთი შანსი მომეცემა". - განაცხადა აღნიშნულ პრესკონფერენციაზე შარაპოვამ

რუს ჩოგბურთელს ITF- დისკვალიფიკაციის შესახებ 2 მარტს წერილობით აცნობა, ეს დისკვალიფიკაცია კი ძალაში 12 მარტიდან შევა

გავრცელებული ცნობით, შარაპოვასთან კონტრაქტი შეწყვეტას აპირებს სპორტულ ფირმა "NIKE"-ც.

"ჩვენ შოკირებული ვართ იმით, რაც შარაპოვას გარშემო ხდება, ეს დიდი სიურპრიზი იყო, რომელსაც არავინ ელოდა". - ნათქვამია "NIKE"-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ასე რომ, საჩოგბურთო წრეებში დიდი ამბები ტრიალებს და ვნახოთ რა გაგრძელება მოყვება ამ ფაქტს, რომელიც ძალიან საწყენი და დასანანია, შარაპოვა ხომ უამრავი დამწყები სპორტსმენისათვის სამაგალითო სპორტსმენია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ იგი ქალთა ჩოგბურთში ერთ-ერთი იყო იმ 10 ჩოგბურთელისგან, რომელმაც .. "კარიერული სლემის" შესრულება (ოთხივე დიდი მუზარადის ტურნირის მოგება) შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები