ნურმაგომედოვი:
Aa
Aa

ნურმაგომედოვი: "ალვარესთან გამიჭირდება, ფლოიდთან გარისკვა შეიძლება"

UFC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი ხაბიბ ნურმაგომედოვი მზადაა ფლოიდ მეივეზერის წინააღმდეგ რინგზე ძალები მოსინჯოს, თუმცა კანელო ალვარესთან ორთაბრძოლის გამართვა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ დაღესტნელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორთან მოგებული დაპირისპირების შემდეგ ატეხილი ჩხუბის გამო 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ოქტაგონზე კიდევ დიდხანს ვერ ვიხილავთ.

ხაბიბმა ფლოიდისა და კანელოს შესახებ Match Tv-სთან ისაუბრა და განაცხადა: „ვიცი, რომ კანელო ალვარესთან კრივის წესებით ბრძოლა ძალიან გამიჭირდება. ეს აბსოლუტურად სხვა სპორტია და მე ჩემს რეალურ შესაძლებლობებს მშვენივრად ვაცნობიერებ“.

„ფლოიდ მეივეზერთან გარისკვა შეიძლება. ის 42 წლისაა და ასე თუ ისე ასაკში იმყოფება. თუ მოვიგებ ჩემი გამარჯვება ისტორიას დარჩება. ასი წლის შემდეგ ადამიანები გაიხსენებენ, რომ UFC-ის ჩემპიონმა, რომელსაც 27-დან ყველა დაპირისპირება ჰქონდა მოგებული, დაუმარცხებელ მოკრივეს სძლია“.

„მეივეზერთან გარისკვა შეიძლება, მხოლოდ ერთი ბრძოლა. თუმცა ალბათ ეს წელს არ მოხდება. 2019-ში სხვა გეგმები მაქვს და მინდა UFC-ის დავუბრუნდე“.

საინტერესოა, რომ რუსეთის კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, უმარ კრემლევმა, განაცხადა, რომ მზადაა „ლუჟნიკების“ სტადიონზე ხაბიბისა და ფლოიდის ორთაბრძოლის ორგანიზატორობა საკუთარ თავზე აიღოს

ცხელი ამბები