ეტოო გუარდიოლას მიმართავს: „ბარსელონას წარმატება მე მოვუტანე და არა მესიმ“
Aa
Aa

ეტოო გუარდიოლას მიმართავს: „ბარსელონას წარმატება მე მოვუტანე და არა მესიმ“

სამუელ ეტოო „კატალონიის ბარსელონას“ ღირსებას 2004-დან 2009 წლამდე იცავდა. „ბლაუგრანას“ თავკაცის პოსტზე გუარდიოლას დანიშვნამდე კამერუნელმა თავდამსხმელმა 147 შეხვედრაში 94 გოლი შეაგდო. ესპანელი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი „ბარსას“ მაისურით კი 52 მატჩი ჩაატარა და მეტოქე გუნდის გულშემატკივრები 36-ჯერ დაამწუხრა.

გუარდიოლას სადებიუტო სეზონში კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად ლა ლიგის ჩემპიონობა დაისაკუთრეს. ნელ-ნელა „ბლაუგრანას“ რიგებში მესის როლი გაიზარდა. შედეგად ეტოო „ინტერში“ გაუშვეს და მის შემცვლელად ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიყვანეს.

კამერუნელს მიაჩნია, რომ ესპანელი სპეციალისტი მას უღირსად მოექცა და დარწმუნებულია, რომ „ბარსელონას“ მიერ მიღწეული წარმატება მისი დამსახურება იყო და არა ლიონელ მესის.

„გუარდიოლამ მთელი ცხოვრება „ბარსელონაში“ გაატარა, მაგრამ იმ პერიოდში, როცა „ბარსაში“ ვთამაშობდი, გუნდის არ ესმოდა და კლუბის ცხოვრებით არ ცხოვრობდა“.

„ერთხელ მას ასეთი რამ ვუთხარი - ბოდიში უნდა მომიხადო, რადგან „ბარსელონას“ წარმატება მე მოვუტანე და არა ლიონელ მესიმ“.

„იმ მომენტში ყველაფერი ზუსტად ასე იყო. მესის დრო მოგვიანებით მოვიდა. ჰკითხეთ ჩავის, ინიესტას და სხვებს - მაშინ „ბარსელონაში“ ჩემი ეპოქა იდგა“.

„ბარსას“ გამარჯვებები მე მოვუტანე და გუარდიოლამ ბოდიში უნდა მომიხადოს“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები