Aa
Aa

The Telepraph: "რეალის" წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ აზარს გადაიბირებენ"

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით ედენ აზარის ლონდონური დღეები დათვლილია. Telegraph-ის მიხედვით ბელგიელ შემტევს „ჩელსისთან“ ახალი ხელშეკრულების გაფორმების არანაირი სურვილი არ აქვს და „სტემფორდ ბრიჯის“ დატოვებას აპირებს.

„ვესტ ჰემთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა ედენს სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხეს და ამ უკანასკნელმა „რეალში“ გადასვლა კატეგორიულად უარყო, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი სხვანაირადაა. „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ აზარს გადაიბირებენ. „ლოს-ბლანკოსის“ მესვეურებს სჯერათ, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ და ბელგიელისთვის საცხოვრებელი ადგილის შერჩევასაც შეუდგნენ.

მადრიდელები გეგმავენ 28 წლის შემტევი პოცუელო დე ალარკონში დააბინაონ, სადაც თავის დროზე დევიდ ბექჰემი და კრიშტიანუ რონალდუ ცხოვრობდნენ.

„ჩელსი“ აზარის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს ითხოვს, თუმცა „რეალი“ უარზეა. „ლოს ბლანკოსი“ მოლაპარაკებებისას მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებას შეეცდება.

მადრიდელები გეგმავენ, რომ ბელგიელ ფეხბურთელს თავის ამჟამინდელ კლუბზე ზეწოლის განხორციელება დაავალონ, რათა „ჩელსიმ“ „სამეფო კლუბის“ წინადადება მიიღოს.

ედენი მიმდინარე სეზონში „ლურჯების“ უდავო ლიდერია. პრემიერ ლიგის ეგიდით მას 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქე გუნდის გულშემატკივრების დამწუხრება 16-ჯერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ აზარმა წარსულში რამდენჯერმე განაცხადა, რომ „სამეფო კლუბის“ მაისურის მორგება მისი ოცნებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები