ხავის დუბლი და დაუმარცხებელი არველაძის გუნდი
Aa
Aa

ხავის დუბლი და დაუმარცხებელი არველაძის გუნდი

აზიის ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' ''ალ სადს'' უმასპინძლა. საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა.

''ალ სადის'' მხრიდან ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ხავიმ დუბლი შეასრულა. ყატარული გუნდი ხავის გოლებით ორჯერ იგებდა, თუმცა ჯერ ალიჯონოვმა გაათანაბრა ანგარიში, ხავის მეორე გოლის შემდეგ კი დრაგან ჩერანმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

82-ე წუთზე ''ალ სადის'' კაპიტანმა ხავიმ მოედანი დატოვა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა, ესპანელმა ფეხბურთელმა გაბიმ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

D ჯგუფში შოთა არველაძის გუნდი 5 ქულით პირველ ადგილზეა. სამ ტურში ''ფახთაქორმა'' 1 მატჩი მოიგო და ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები