Aa
Aa

"ფიორენტინამ" პიოლი დაითხოვა - "იებს" დი ფრანჩესკო გაწვრთნის?

იტალიის სერია A-ს კლუბ "ფიორენტინას" სულ მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. "იების" მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტეფანო პიოლი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

"ფიორენტინამ" იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი პირწმინდად ჩააგდო და არათუ ჩემპიონთა ლიგის, არამედ ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაც ვერ შეძლო. პიოლის თავოსნობით "ფიორეს" 17 თებერვლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული, გუნდი ამჟამად სერია A-ს მე-10 ადგილზეა. 

მეორე მხრივ, "ვიოლას" ხელმძღვანელებმა თადარიგიც დაიჭირეს, რადგან მათი გუნდი იტალიის თასის 1/2 ფინალშია, სადაც ბერგამოს "ატალანტასთან" საპასუხო მატჩი აქვს სათამაშო. პირველი შეხვედრა, რომელიც ფლორენციაში გაიმართა, ფრედ - 3:3 დასრულდა, ყველაფერი კი 25 აპრილს გადაწყდება.

სტეფანო პიოლი "ფიორენტინას" 2017 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა და გუნდი სერია A-ს გასულ სეზონში მე-8 ადგილზე გაიყვანა. საინტერესოა, რომ დავიდე ასტორის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში, პიოლიმ მისი სახელი ამოისვირინგა და ყოფილი შეგირდის ხსოვნა სამუდამოდ უკვდავყო. 

იტალიური პრესის თქმით, "ფიორეს" გაწვრთნის ყველაზე დიდი შანსი ეუსებიო დი ფრანჩესკოს აქვს, სიაში ასევე არიან: "ვიოლას" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი - ემილიანო ბიგიჩა და გუნდის ყოფილი ნახევარმცველი - ფაბიო ლივერანი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები