პრემიერლიგის გოლების ათეული: ანრი, ქინქლაძე, აზარი, ბეილი და სხვები
Aa
Aa

პრემიერლიგის გოლების ათეული: ანრი, ქინქლაძე, აზარი, ბეილი და სხვები

ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გატანილი გოლების საუკეთესო ათეული შემოგვთავაზა.

ათეულში გარეტ ბეილთან, ტიერი ანრისთან, ედენ აზართან, ჰატემ ბენ არფასთან, დარენ ჰაკერბისთან, გასტონ რამირესთან, რუდ ვან ნისტელროისთან და დიმიტრი პაიესთან ერთად 90-იან წლების პრემიერლიგის გამორჩეული ფეხბურთელები, მეტ ლე ტისიე და გიორგი ქინქლაძე მოხვდნენ.

1996 წლის 16 მარტს ''მანჩესტერ სიტიმ'' გიორგი ქინქლაძის დუბლით ''საუთჰემპტონი'' 2:1 დაამარცხა. პრემიერლიგის 31-ე ტურში ''მეინ როუდზე'' 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე დრიბლინგი ოსტატური დარტყმით დაასრულა და ''ქალაქელებს'' 3 ქულა მოუტანა სწორედ ეს გოლი მოხვდა აღნიშნულ ათეულში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები