3 თვიანი კომა და 1 წლიანი წვალება... - შონ კოქსი ჰოსპიტალიდან გაწერეს
Aa
Aa

3 თვიანი კომა და 1 წლიანი წვალება... - შონ კოქსი ჰოსპიტალიდან გაწერეს

დაახლოებით ერთწლიანი კოშმარული პერიოდის შემდეგ, ინგლისური "ლივერპულის" გულშემატკივარმა, შონ კოქსმა ჰოსპიტალი დატოვა და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას შეუდგა.

გასული წლის 24 აპრილს, "რომას" გულშემატკივრებმა კოქსს ინგლისში გონების დაკარგვამდე სცემეს და სერიოზული დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც იგი 3 თვის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"მოხარულები ვართ, რომ შონის მდგომარეობა გაუმჯობესდა და იგი ჰოსპიტალს ტოვებს. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პირველი ეტაპი დასრულა, რომელიც მისი მეუღლისთვის განსაკუთრებულად რთული და ემოციური იყო. იგი შონს სახლში მოუთმენლად ელოდება". 

კოქსზე თავდასხმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ მოხდა, როცა "რომას" ინგლისში ჩასულმა ორმა ქომაგმა შონზე იძალადა. თებერვალში ამ ბრალდებით სიმონე მასტრელი დააკავეს, რომელსაც 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

შონ კოქსს საშუალება ექნება, რომ ხვალ გასამართ "ლივერპულისა" და "პორტუს" შეხვედრას თვალი საკუთარი სახლიდან მიადევნოს და საყვარელ გუნდს უქომაგოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები