პაუზა თუ მზადება კარიერის დასასრულებლად? - ბუშარის მოულოდნელი გადაწყვეტილება

სიახლე 08.04.2019
A+ A- 18:49

კანადელმა ჩოგბურთელმა, ეჟენი ბუშარმა პროფესიონალურ კარიერაში დროებითი პაუზა აიღო და კორტზე რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გავა. ამის შესახებ ჟურნალისტთან საუბრისას თავად განაცხადა და მიზეზად გამოჯანმრთელება დაასახელა, თუმცა არაფერი დაუკონკრეტებია.

25 წლის ვარსკვლავმა უკვე გამოტოვა გასულ კვირას მონტერეიში გამართული ტურნირი, მიმდინარე კვირას კი ბოგოტაში გასამართი გათამაშებიდანაც მოხსნა განაცხადი.

არსებული ინფორმაციით, ბუშარი მაისის შუა რიცხვებამდე დასვენებას აპირებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ არც ისაა გადაწყვეტილი, ითამაშებს თუ არა ის წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირ "როლან გაროსზე".

ბუშარმა მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც 9 წააგო და 6 მოიგო. მან ბოლოს 18 მარტს, მაიამის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა და პირველსავე რაუნდში იაპონელ ნაო ჰიბინოსთან დამარცხდა.

ეჟენი ბუშარი საჩოგბურთო სამყარომ 2014 წლის "უიმბლდონზე" გაიცნო, როცა მან ფინალში გააღწია და ყველა ახალი ვარსკვლავის დაბადებაზე ალაპარაკდა, თუმცა წლების სვლასთან ერთად კანადელმა ფოტოსესიებში მონაწილეობასა და სოციალურ ქსელებში აქტიურობას უმატა, ვარჯიშისთვის კი სათანადოდ ვეღარ იცლიდა. შედეგად, 25 წლის ასაკში, კარიერაში მხოლოდ 1 ტიტული აქვს მოგებული და ამ ერთადერთ გამარჯვებას ნიურნბერგის არცთუ პრესტიჟულ ტურნირზე მიაღწია.

ბუშარი ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 77-ე ადგილზეა და იმის თქმა, კორტზე როდის დაბრუნდება, ჯერჯერობით, არავის შეუძლია. არაა გამორიცხული, ეს პაუზა კარიერის დასასრულებლად მზადებასაც ნიშნავდეს. ფაქტია, რომ უკვე წლებია ბუშარისთვის ჩოგბურთი სამსახურად გადაიქცა და ეს მის თამაშსა და შედეგებს ნათლად ეტყობა.

შანხაის მასტერსის გამარჯვებული რუსი დანილ მედვედევი გახდა, რომელმაც ფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი 2 სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა. მედვედევმა წლევანდ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის 1/8 ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-5 ჩოგან დომინიკ ტიმს დაუპირისპირდა და 2 სეტში დამარცხდა.  მატჩის ორივე სეტში...

ჩინეთის ქალაქ შანხაიში მასტერსის სერიის 1000-იანი ტურნირი მიმდინარეობს, რომლის 1/16 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარმატებით იასპარეზა და 1/8 ფინალში თ...

ჩინეთში კერძოდ კი პეკინში გამართული ტურნირი ქალთა შორის იაპონელი ნაომი ოსაკას გამარჯვებით დასრულდა. ოსაკას ტურნირის მოგების შემდეგ, 21 წლის ნაომიმ ფინ...

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი იაპონიაში, კერძოდ კი ტოკიოში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. „ნოლემ“ ტრავმის შე...

შანხაის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამოსვლა წარმატებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში მოლდოველი რადუ ალბოტი 3 სეტში 4:6, 6:1 6:3 დაამა...

6-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით შანხაიში ATP-ის 1000-იანი სერიის მასტერსი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს. ქართველი ჩოგბურთე...

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის შტაბ ბინაში  2020 წლის დევისის თასის წილისყრა გაიმართა. კენჭისყრის თანახმად, 2020 წლის 6-7 მარტს საქართველოს ერ...

პეკინის 500-იანი საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, წლევანდელ გათამაშებას მე-2 წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთე...

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მამაკაცთა 500-იანი საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი მიმდინარეობს, რომელზეც მოქმედი ჩემპიონის რანგში ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირვ...

დღეს სტარტი აიღო ჩინეთის 500-იანმა მასტერსმა. აღნიშნული გათამაშება მიმდინარე წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ტურნირია ნიკოლოზ ბასილაშვ...

როგორც ცნობილია მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი მხრის ტრავმის გამო კორტზე გასვლას დიდი ალბათობით 2020 წლამდე ვერ შეძლებს. „ნოლე&ldq...

Laver Cup-ის 2019 წლის გამარჯვებული ევროპის ნაკრები გახდა. ბებერი კონტინენტის წარმომადგენლებმა საბოლოო წარმატებას როჯერ ფედერერისა და ალექსანდრ ზვერევ...

საფრანგეთში ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ 60-ათასიანი ტურნირი მოიგო. მიმდინარე თვეში გორგოძემ ზედიზედ მეორე ტურნირში შეძლო პირველი ადგილის ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის საერთაშორისო 250-იანი ტურნირის ¼-ფინალში ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას დაუპირისპირდა და 3 სეტში 7:5, 3:6, 1:4 დამარცხა. ნიკ...

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის 250-იანი საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით გახსნა. ნიკა მეორე ნომრადაა განთესილი და გათამაშებაში 1/8 ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირას მეცში გასამართ 250-იან საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. დავიდ გოფენის შემდეგ ქართველს საუკეთესო განთესვა აქვს დ...

2020 წლის 3-12 იანვარს ავსტრალიაში ახალი საჩოგბურთო გათამაშება - ATP Cup გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. დღეს ჩატარებუ...

რეკომენდებული სიახლეები
2019 წლის დრაფტის მეთვრამეტე ნომერმა, გოგა ბითაძემ NBA-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 20 წლის ქართველმა ცენტრმა „ინდიანას“ მაისური პირველა...
16.10.2019
თურქეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ჰაქან შუქური ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანთან დაპირისპირების გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტ...
15.10.2019
ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მორიგ ტურში გიბრალტარის ეროვნული ნაკრები შინ საქართველოსთან 2:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრებმა უმძიმეს შეხვედრაში გამარ...
16.10.2019
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულა. უნგრეთთან და ყაზახეთთან გამარჯვების შემდეგ რამაზ ს...
15.10.2019
ესპანეთის ქალთა საფეხბურთო ლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ტატიანა მატვეევამ შედეგიანი მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მეხუთე ტურში ''გრანადილა ტენერიფეს'' ქარ...
15.10.2019
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი, კაზემირო დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველია. 27 წლის ბრაზილიელი დიდი ხანია უმაღლეს დონეზ...
15.10.2019
სტუმართა ტრიბუნის სექციაში ერთის გარდა ყველა სკამი თავისუფალია... იმ ერთ სკამთან ერთგულება, ენთუზიაზმი, პატრიოტიზმი და უანგარო სიყვარული დგას! დგას და...
15.10.2019
იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 თამაშის მოგება შეძლო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. ბო...
15.10.2019
ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი თავისი არქიტექტურული და საინჟინრო მოცემულობით მართლაც რომ უნიკალურ პროექტს წარმოადგენს. მისი საპროექტო ღირებულ...
15.10.2019
გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა, AS-მა ფილიპე კოუტინიოს შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ბრაზილიელთან მიმართებით „ბარსელონას&ldquo...
15.10.2019
„ინდიანა პეისერსმა“ პრესეზონის სამი შეხვედრა 2019 წლის დრაფტის მეთვრამეტე ნომრის, გოგა ბითაძეს გარეშე ჩაატარა, თუმცა „მინესოტასთან&l...
15.10.2019
უკანასკნელი სიახლეები