“ის ვარიანტებს განიხილავს
Aa
Aa

“ის ვარიანტებს განიხილავს" - ლუკაკუს სერია A-ს გრანდები ეპატიჟებიან

The Sun-ის ინფორმაციით, რომელუ ლუკაკუ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

როგორც ჩანს, ოლე გუნარ სულშერს სხვა გეგმები აქვს და ახალი სეზონიდან ტარანის ტიპის ფორვარდით თამაშს არ აპირებს. ინგლისში დარჩენა კი დიდად არც ლუკაკუს ხიბლავს.

ბელგიელს წინადადებები სერია A-დან აქვს. მისი გადაბირებით „იუვენტუსი“, „მილანი“ და „ინტერი“ ინტერესდებიან.

ლუკაკუს აგენტი ფედერიკო პასტორელო თავისი კლიენტის პოზიციის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ის წინადადებების განსახილველად მზადაა.

ის ვარიანტებს განiხილავს და გეგმავს, რომ კარიერა სხვადასხვა ქვეყნებში განაგრძოს. მას სურს, რომ თავის შვილებს მოუყვეს თუ როგორ მოიგო ტიტულები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

ინგლისში მე-3 და მე-4 პოზიციებისთვის ბრძოლა ძალიან რთული და დაძაბულია. ვნახოთ რა მოხდება სეზონის დარჩენილ ნაწილში“.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუს შეძენის მსურველ გუნდებს მის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ, ზუსტად იმდენის რამდენიც თავის დროზე „მანკუნიანელებმა“ გადაიხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები