Aa
Aa

"NBA-ს ყველაზე ბინძური მოთამაშე" - ესპანური AS-ი ფაჩულიასა და უესტბრუკის ინციდენტზე

ზაზა ფაჩულიასა და რასელ უესტბრუკს შორის მომხდარი ინციდენტი ამერიკული პრესის შემდეგ ევროპაშიც განხილვის საგანი გახდა.

როგორც მოგეხსენებათ, "დეტროიტი" - "ოკლაჰომას" შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელი და ამავდროულად არასასიამოვნო მომენტი ფაჩულიასა და უესტბრუკის ეპიზოდი გახდა.

"კუნინძამ" ქართველ ცენტრს სახეში ხელი ჩაარტყა და ამით მან სამაგიერო გადაუხადა. როგორც მოგეხსენებათ ზაზასა და რასელს გასულ სეზონებში 2 ინციდენტი ჰქონდათ, რომლებშიც ამერიკელი კალათბურთელი დაზარალდა.

უესტბრუკი ფაჩულიას სამაგიეროს გადახდით მაშინვე დაემუქრა და როგორც ხედავთ სიტყვაც შეასრულა.

ამ ინციდენტს გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-იც გამოეხმაურა. მადრიდული ვებ გვერდი წერს:

"ის დაპირდა და შეასრულა კიდეც. მან NBA-ს ყველაზე ბინძურ მოთამაშეს ჩაარტყა და ამით ერთი წლის წინანდელი პირობა შეასრულა.

ამ ქმედების შემდეგ, უესტბრუკს მადლობას სხვა გუნდის ქომაგებიც უხდიან".

როგორც ხედავთ, ფაჩულია პოპულარობით ნამდვილად სარგებლობს, თუმცა მის მიმართ დადებითად განწყობილი ხალხის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები