საშინელი ინფორმაცია
Aa
Aa

საშინელი ინფორმაცია "რეალის" გულშემატკივრებისთვის!

როგორც ესპანური გამოცემები იუწყებიან, მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა და გუნდის პორტუგალიელმა ვაარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კლუბის ხელმძღვანელობისგან, მათი ტრანსფერზე დაყენება მოითხოვეს.

AS“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელებმა აღნიშნული თხოვნით „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს მიმართეს. ეს კი, მადრიდული დერბის შემდეგ მოხდა, რომელიც „სამეფო გუნდმა“ საკუთარ მოედანზე 0-1 წააგო. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, „რეალის“ ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და სეზონის დარჩენილ ნაწილში მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდა. თუმცა რამოსი და რონალდუ აზრის შეცვლას აღარ აპირებენ და პერესს, მათდამი დაინტერესებული კლუბების მხრიდან შემოთავაზებების განხილვას სთხოვენ.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული, ხოლო რონალდუს შეძენა „პარი სენ ჟერმენს“ სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები