Aa
Aa

სარი: "წარმოდგენა არ მაქვს ორშაბათს რატომ გვიწევს თამაში"

„ლონდონის ჩელსის“ იტალიელმა თავკაცმა, მაურიციო სარიმ, პრემიერ ლიგის მესვეურები გააკრიტიკა. 60 წლის სპეციალისტი თავისი გუნდის კალენდრითაა უკმაყოფილო. „არისტოკრატები“ დღეს „ვესტ ჰემს“ დაუპირისპირდებიან, 11 აპრილს კი ევროპა ლიგის ეგიდით „პრაღის სლავიას“ გაეჯიბრებიან.

სარი „ჩაქუჩებთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა: „წარმოდგენა არ მაქვს ორშაბათს თამაში რატომ გვიწევს. საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილებაა. იტალიაში ყველაფერი სხვანაირადაა, თუმცა ვერაფერს ვიზამთ. ინგლისში ასეთი სიტუაციაა და ჩვენ ადაპტაცია გვმართებს“.

„პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია. აქ უმაღლესი დონის ფეხბურთელები ასპარეზობენ და როგორც ჩანს უნდა შევეგუოთ იმას, რომ მინდორზე გამოსვლა ყოველ სამ დღეში ერთხელ გვიწევს“.

 „არისტოკრატები“ მიმდინარე სეზონში საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძვიან. „ლურჯები“ ამჟამად სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციას იკავებენ და მესამეადგილოსან „ტოტენჰემს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან.

„ჩელსის“ „სლავიასთან“ გასვლითი მატჩის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ორთაბრძოლა ელის. მაურიციო სარის გუნდი „ენფილდზე“ ჩადის და ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ლივერპულს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები