ბითაძის 13 ქულა და გამარჯვება -
Aa
Aa

ბითაძის 13 ქულა და გამარჯვება - "ბუდუჩნოსტი" ადრიატიკის ლიგის ფინალშია!

ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალური სერიის მესამე და ფინალურ შეხვედრაში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტიმ" "ცედევიტა" სტუმრად 78:73 დაამარცხა და ფინალში "ცრვენა ზევზდას" შეხვდება.

ბითაძემ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 21:30 წუთი დაჰყო, რა დროშიც მისი მონაგარი 13 ქულა, 7 მოხსნა, 1 დაფარება იყო.

წინა შეხვედრაში გოგამ პარკეტზე 20:13 წუთი დაჰყო. მისი მონაგარი 11 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება იყო.

პირველი ნახევრის 11 ქულით წაგების შემდეგ "ბუდუჩნოსტიმ" შეხვედრის მობრუნება შეძლო და მეორე ნახევარი დამაჯერებლად ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე ფინალში "ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდება, რომელმაც "პარტიზანს" სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები