ანტალიის გრან-პრი: პაპუნაშვილის ვერცხლი და ჭრიკიშვილის ბრინჯაო
Aa
Aa

ანტალიის გრან-პრი: პაპუნაშვილის ვერცხლი და ჭრიკიშვილის ბრინჯაო

ანტალის გრან-პრიზე 90 კგ. წონით კატეგორიის ნახევარფინალში ძიუდოისტმა გიორგი პაპუნაშვილმა წუთსა და 36 წამში ებრაელი იტეი გოლანი დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა, რადგან ოქროს მედლისთვის ბრძოლაში პაპუნაშვილი მიხაილ ოზერლერთან  ოქროს დროში გდებით დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ოზერლერმა ნახევარფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილის ბარიერი დაძლია. ასე რომ თურქეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა დასკვნით ორ შეხვედრაში ქართველები დაამარცხა.

90 კგ. წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ჭრიკიშვილმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, სერბი ალექსანდრ კუკოლი იპონით დაამარცხა. იპონის გარდა ჭრიკიშვილმა მეტოქეს ვაზარი აართვა.

 

მძიმე წონით კატეგორიის ფინალში  ლევან მატიაშვილი იასპარეზებს. ქართველი ფინალში ჰოლანდიელ როი მეირს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები