''ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ'' -  კანი რუმენიგეს შეცვლის
Aa
Aa

''ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ'' - კანი რუმენიგეს შეცვლის

ლეგენდარული გერმანელი მეკარე ოლივერ კანი მოლაპარაკებას მიუნხენის ''ბაიერნთან'' აწარმოებს. შეთანხმების შემთხვევაში ოლივერ კანი გერმანული გრანდის აღმასრულებელ საბჭოში დასაქმდება, 2021 წლის მიწურულს კი კარლ-ჰაინც რუმენიგე აღმასრულებელი დირექტორის პოსტს დატოვებს და მას ოლივერ კანი შეცვლის. აღნიშნულ თემაზე კანმა ZDF-ის გადაცემა Aktuelle Sportstudio-ში საუბრისას განაცხადა.

ოლივერ კანი: ''ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ. ბოლო წლებში ბევრი რამ ვისწავლე და ვფიქრობ  საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობისთვის მზად ვარ. სხვა შემთხვევაში მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას არ მივიღებდი.''ბაიერნის'' სამეთვალყურეო საბჭო თანახმაა კლუბში ვიმუშავო, მოლაპარაკება შესანიშნავად მიმდინარეობს.''

49 წლის ოლივერ კანი მიუნხენის ''ბაიერნში'' 1994-2008 წლებში ასპარეზობდა. კანი გერმანულ გრანდთან ერთად ბუნდესლიგის გამარჯვებული რვაჯერ გახდა, ხოლო 2000-01 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორად მოგვევლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები