Aa
Aa

მაისურაძის ბრწყინვალე გამარჯვება! - ოქროს მედალი ანტალიის გრან-პრიზე

ანტალიაში მიმდინარე ძიუდოს გრან-პრიზე ლუკა მაისურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში იტალიის სახელით მოასპარეზე იტალიელი კრისტიან პარლატი იპონით დაამარცხა.

შეგახსენებთ, 81 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, რუსს ხასან ხალმურზაევს ვაზარით სძლია.

 

ნახევარფინალამდე ლუკა მაისურაძემ 4 შეხვედრა მოიგო. მან ჰოლანდიელი ჯიმ ჰეიმანის , ბელგიელი მატიას კასეს, უკრაინელი ბოდან ზუსკოსა და კანადელი ანტუან ვალოს-ფორტერის ბარიერი დაძლია.

მიმდინარე ტურნირზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 2 მედალია. მაისურაძის გამარჯვებამდე  გუშინ ბაგრატ ნინიაშვილი 66 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიოზიორი გახდა.

ასევე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების ოთხი ძიუდოისტი ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა: ლაშა გიუნაშვილმა (73კგ), ბექა შავდათუაშვილმა (73კგ) და მარიამ ჭანტურიამ (70კგ) პირველი  შეხვედრები მოიგეს, თუმცა მეორე წრეში დამარცხდნენ და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობნენ.

ცხელი ამბები