La Gazzetta: სეზონის ბოლოს გატუზო
Aa
Aa

La Gazzetta: სეზონის ბოლოს გატუზო "მილანს" ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს

გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ სეზონის ბოლოს ჯენარო გატუზო გუნდს დატოვებს და ეს ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება.

არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა შედეგით დაასრულებს "მილანი" სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებას. ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოხვედრის შემთხვევაშიც კი "რინო" გუნდს მაინც დატოვებს.

წყაროს ცნობით, არსებობს კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც გატუზოსა და კლუბის სპორტულ დირექტორის ლეონარდოს შორის არსებულ კონფლიქტს ადასტურებს და "რინოს" გუნდიდან წასვლის მთავარ მიზეზად სწორედ ეს ფაქტი მიიჩნევა.

თავად გატუზო მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნით დაიღალა. მას გამუდმებით ესმის ხმები იმის შესახებ, რომ თუ "მილანი" ოთხეულში ვერ შევა, ის თანამდებობას დატოვებს.

La Gazzetta-ს თქმით, გატუზოს განტევების ვაცად ყოფნა არ სურს და მიუხედავად იმისა, რომ მას მაგიდაზე სხვა არცერთი შემოთავაზება არ უდევს, ის პრინციპულობას იჩენს და სეზონის ბოლოს გუნდის დასატოვებლად ემზადება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გატუზოსა და "მილანის" გზები სეზონის ბოლოს გაიყრება და "როსონერის" ახალი თავკაცი ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები