დეულოფეუ:
Aa
Aa

დეულოფეუ: "ხალხი გუარდიოლას მთავარ საიდუმლოს ვერ ამჩნევს"

"უოტფორდის" ესპანელმა შემტევმა ჟერარ დეულოფეუმ DAZN-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო თემასაც შეეხო.

დეულოფეუმ "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა, პეპ გუარდიოლა გაიხსენა და მისი მთავარი საიდუმლო დაასახელა.

ბარსა, ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა

"ჩემპიონთა ლიგაზე "იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩემი აზრით "ბარსა" ფავორიტია. ისინი ლა ლიგაში 8-9 წულით ლიდერობენ და კომფორტულ სიტუაციაში იმყოფებიან. "ბარსას" მიმდინარე სეზონში ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ".

ბარსელონას დატოვება

"ეს ჩემს ცხოვრებაში წარსულია და მე ამით არ ვცხოვრობ. ახლა მხოლოდ აწმყოზე ვარ კონცენტრირებული და მომავალზე ვფიქრობ. "ბარსა" უკვე წარსულია".

გუარდიოლას შესახებ

"გუარდიოლა დიდებული სპეციალისტია. მისი შედეგებიდან გამომდინარე ეს ნათელია. მიუხედავად ყველაფრისა ხალხი მის მთავარ საიდუმლოს ვერ ამჩნევს. ეს აგრესიულობა გახლავთ. ამას ვერავინ ამჩნევს. ხედავენ მხოლოდ ისინი, ვინც მასთან ერთად ყოველდღიურად მუშაობს და გასახდელში იმყოფება.

ის მუშაობს და უბრალოდ არ ჩერდება. ეს ყველაფერი იღბალი არ გახლავთ, ეს შრომის შედეგია".

ეროვნული ნაკრების შესახებ

"ნამდვილად ამაყი ვარ, როდესაც ნაკრების ღირსებას ვიცავ. მე იქ ვიყავი და კარგი დრო გავატარე. ეს არის კარგი მოთამაშეების კრებული. ყოველდღიურად ვშრომობ, რომ უკან ისევ დავბრუნდე".

შეგახსენებთ, რომ დეულოფეუ "ბლაუგრანას" სკოლის აღზრდილია, თუმცა პირველ გუნდში ფეხი ვერაფრით მოიკიდა და უამრავი განათხოვრების შემდეგ ის საბოლოოდ "უოტფორდის" საკუთრება გახდა.

დეულოფეუს ეროვნულ ნაკრებში სულ 4 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 1 გოლია. 21 წლამდელთა ნაკრებთან ერთად მას თბილისშიც აქვს ნათამაშები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები