„რეალი“ „მილანის“ ლიდერით ინტერესდება
Aa
Aa

„რეალი“ „მილანის“ ლიდერით ინტერესდება

El Mundo Deportivo“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოლუმბიის ეროვნული ნაკრებისა და „მილანის“ თავდამსხმელმა, კარლოს ბაკამ კარიერა შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გააგრძელოს.

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, „სამეფო გუნდის“ ხელმძღვანელები ბაკას თამაშით მოხიბლულნი არიან და ზაფხულში ფეხბურთელის შეძენას ეცდებიან. ხოლო, თუ რა თანხის გადახდას აპირებს „რეალი“ ფორვარდის სანაცვლოდ, ჯერ-ჯერობით უცნობია.

მიმდინარე სეზონში ბაკამ „მილანის“ მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 13 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები