6 წლიანი კონტრაქტი - აზარი და
Aa
Aa

6 წლიანი კონტრაქტი - აზარი და "რეალი" 99% გადაწყვეტილია!

ბრიტანული გამოცემები ესპანურ Marca-ზე დაყრდნობით წერენ, რომ ედენ აზარის ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება და ბელგიელი "რეალის" მაისურს მოირგებს.

უახლოეს დღეებში აზარი "სამეფო კლუბთან" 6 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

Daily Mail-ი იმასაც წერს, რომ 28 წლის ბელგიელი ამ უიკენდზე მადრიდში გაემგზავრება და საცხოვრებელ სახლს შეარჩევს. "ჩელსი" პრემიერლიგაში თავის მატჩს ორშაბათს "ვესტ ჰემთან" გამართავს, იქამდე კი აზარი თავისუფალია.

ზინედინ ზიდანმა აზარის შესახებ მორიგი კომენტარი გააკეთა და მას შესანიშნავი მოთამაშე უწოდა, რომლის პოტენციალსაც ჯერ კიდევ მისი "ლილში" ყოფნის დროს ხედავდა:

„აზარი იმ დონის მოთამაშეა, რომელსაც მუდამ ვაფასებდი. ედენი იმ პერიოდიდან მახსოვს, როცა საფრანგეთში თამაშობდა. მაშინ მასში დიდ პოტენციალს ვხედავდი. აზარი ფანტასტიკური ფეხბურთელია“.

როგორც ხედავთ, ფლორენტინო პერესმა ზიზუს სურვილების ასრულება დაიწყო და ხორცის პირველი მსუყე ნაჭერიც მიართვა. სიაში მომდევნო პოგბაა.

მადრიდში აზარის ტრანსფერს მოგვარებულად მიიჩნევენ და მეორე ეტაპის დასაწყებად ემზადებიან, რომლის სახელიც პოლ პოგბა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები