ენრიკე სერესო:
Aa
Aa

ენრიკე სერესო: "გამიხარდება თუ ჩვენს მოედანზე ჩემპიონთა ლიგის თასს "ბარსელონა" აღმართავს"

მადრიდის "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ "ბარსელონასთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უხვგოლიან მატჩს ელის.

სერესომ კომენტარი გრიზმანის შესაძლო ტრანსფერის შესახებაც გააკეთა.

"ველოდები შეხვედრას, რომელშიც ბევრი გოლი გავა. ეს იქნება თამაში, რომელიც პუბლიკას მოეწონება.

გრიზმანი? სიმართლე გითხრათ ის მესის კარგ პარტნიორობას გაუწევდა... "ატლეტიკოში". შემიძლია 1000%-ით გითხრათ, რომ ანტუანი მომდევნო წელსაც ჩვენთან იქნება.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებას, გამიხარდება თუ ჩვენს მოედანზე თასს "ბარსელონა" აღმართავს".

აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონამ" ქომაგებში გამოკითხვა ჩაატარა და მათ უმრავლესობას გრიზმანის "კამპ ნოუზე" ხილვა არ სურთ. ამის მიზეზი ფრანგი შემტევის შარშანდელი გადაწყვეტილება და მისი გამოხატვის ფორმა იყო.

როგორც მოგეხსენებათ, გრიზმანმა მისი გადაწყვეტილების შესახებ ფილმი გადაიღო - "The Decision". ამ ყველაფრით "ბარსას" ქომაგები განაწყენებულნი დარჩნენ და დღევანდელ შეხვედრაში მისთვის ობსტრუქციის მოწყობას გეგმავენ.

ამ ყველაფრის შემდეგ ანტუან გრიზმანისა და "ბარსელონას" საგა ფაქტიურად დასრულებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები