ჩაკვეტაძე ბრუნდება ! - 19 წლის ტალანტი თამაშისთვის მზადაა
Aa
Aa

ჩაკვეტაძე ბრუნდება ! - 19 წლის ტალანტი თამაშისთვის მზადაა

ბელგიური ''გენტის'' მთავარი მწვრთნელის, იეს ტორუპის განცხადებით ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და შესაძლოა ხვალ, ბელგიის ჩემპიონატის ფლეი-ოფის შეხვედრაში ''გენკის'' წინააღმდეგ ითამაშოს.

გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებას ''გენტის'' ოფიციალური ვებგვერდიც ეხმაურება: ''ვინ დაბრუნდა? ''ჩაკვე'' დაბრუნდა.''

გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიის ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ ''გენტის'' შემადგენლობაში არ უთამაშია. აღნიშნული შეხვედრა 30 იანვარს გაიმართა. 19 წლის ტალანტმა ტრავმის გამო საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 მატჩი გამოტოვა., ''გენტს'' კი 9 შეხვედრაში ვერ დაეხმარა.

მიმდინარე კვირაში იეს ტორუპმა ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი ბელგიურ კლუბში მნიშვნელოვანი ფიგურაა.

იეს ტორუპი:''მას გასულ დღეებში მცირე ჩავარდნა ჰქონდა. თუ ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად რეგულარულად ივარჯიშებს, შესაძლოა შაბათს ''გენკთან'' ითამაშოს. ისევე როგორც ვადის ოჯიჯა-ოფოე, ჩაკვეტაძეც ჩვენი გუნდის X ფაქტორია.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები